“ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის” – სალომე ზურაბიშვილი აფხაზ ხელოვანთა “ოქროს ფონდის” დაწვაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხელოვნების ნიმუშების განადგურებას.
სალომე ზურაბიშვილის თანახმად, მომხდარი არის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფის შედეგი.
“ხანძარი, რომელმაც გაანადგურა ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა, ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. ვწუხვარ იმის გამო, რაც წარმოადგენს პირდაპირ შედეგს კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფისა როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ასევე რუსი ოკუპანტების მხრიდან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს, “ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება