ტორესა მოსი: მოგიყვებით მარტივად როგორ უნდა აანთოთ ნაძვისხე

“მოგიყვებით მარტივად როგორ უნდა აანთოთ ნაძვისხე. უნდა გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდება და ახალი ჩატარდება ერთ თვეში, შემდეგ აანთოთ ნაძვისხე და ყველამ ერთად ვიზეიმოთ ახალი წელი და მშვიდობიანად მოვემზადოთ ახალი, მართლა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოუხადოთ ნაწამებ, დაშავებულ ხალხს და ცხადია დაჰპირდეთ, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.
მიუხედავად იმისა, ამას გააკეთებთ თუ არა, ეს ყველაფერი მაინც ასე იქნება, უბრალოდ ასე გექნებათ შანსი, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩეთ და ის 26-30 პროცენტი, რომელსაც ახალ არჩევნებში აიღებთ, შეირგოთ და შესაბამისი რაოდენობით შეხვიდეთ პარლამენტში.
ეს მოგანიჭებთ დეპუტატის იმუნიტეტს და ამავდროულად შანსს მოგცემთ, რომ პოლიტიკურ ველზეც დარჩეთ. დარწმუნებული ვარ, ამ კეთილგონიერების სანაცვლოდ საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს მისცემს შესაბამის უსაფრთხო თავშესაფარს, თუ ის ამ რეალობაში ამ ქვეყანაში საკმარისად უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს თავს.
ეს შანსი ჯერ კიდევ არსებობს და სანამ არსებობს, თქვენ ადგილას მე მას გამოვიყენებდი,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა