„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა

„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა
„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა, ვალუტა გაუფასურდებოდა, რეცესია გვექნებოდა და ამით ოცნების პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდებოდა და ჩამოიშლებოდა სისტემა,- ასე ეხმიანება პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს. დობორჯგინიძის თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი პროგნოზის მოლოდინის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სრულიად სხვა შედეგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკამ ქვეყნაში არსებული გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდა.
„ტოპ ტვინი ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა, ვალუტა გაუფასურდებოდა, რეცესია გვექნებოდა და ამით ოცნების პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდებოდა და ჩამოიშლებოდა სისტემა. ნიკა გილაური, გიგა ბედინეიშვილი და სად გაქრნენ ღმერთმა უწყის, მაგრამ ამასობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ, მიუხედავად ქვეყნის შიგნით არსებული და გეოპოლიტიკური გაურკვევლობებისა, შეინარჩუნა ზრდა, ინფლაცია მიზნობრივი ნიშნულს დაუბრუნდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა და მშპ-ის 36% შეადგინა. რამდენი ბიტკოინი ჩაურიცხა ბიძინამ ქოცურ IMF-ს ამ პრორუსული ანგარიშისთვის?“- წერს ზაზა დობორჯგინიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს