არქივი23 იანვარი, 2024, 07:27
ტოკიოში ტოჩინოშინის კარიერის დასრულების ცერემონია (დანპაცუშიკი) გაიმართება
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 4 თებერვალს ტოჩინოშინის კარიერის დასრულების ცერემონია (დანპაცუშიკი) ქ. ტოკიოში, სუმოს ეროვნულ არენაზე „Ryogoku Kokugikan“ გაიმართება.
იაპონიაში მცხოვრებ ან ვიზიტით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვს დაესწროს ცერემონიალს, შეუძლია საელჩოს დაუკავშირდეს ელექტონული ფოსტის მისამართზე: [email protected], ან ტელეფონით, ნომერზე 03 5575 6091.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.