იაპონური ხარისხი და სანდოობა – „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ბრენდის პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი Toyota bZ4X საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაცია თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პადელის კორტებზე, „ჯიმ ბრიზზე“ გაიმართა და 300-მდე სტუმარს – კომპანიის მომხმარებლებსა და პარტნიორებს უმასპინძლა. ავტომობილის წარდგენა კომპანიამ სპორტულ აქტივობას დაუკავშირა.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „bZ4X ჩვენი ბრენდის პირველი სრულად ელექტრო მოდელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა – ავტომობილი, რომელშიც „ტოიოტასთვის“ დამახასიათებელ სანდოობასა და გამძლეობას ელექტრომობილის უპირატესობებთან აერთიანებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, bZ4X-ის წარდგენა განსხვავებულ გარემოში გამართულიყო. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ პადელის კორტები და ჩვენი მომხმარებლებისთვის Toyota Center Tegeta-ს სპეციალური ტურნირი გავმართეთ. ამავდროულად სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გამოეცადათ ახალი, სრულად ელექტრო bZ4X და თავად შეეგრძნოთ მისი მართვის გამოცდილება. გვინდოდა, შეგვექმნა გარემო, სადაც ახალი მოდელის გაცნობა, სპორტი და სასიამოვნო ემოციები ერთ გამოცდილებად გაერთიანდებოდა“.
bZ4X საქართველოში სამი კომპლექტაციითაა წარმოდგენილი, მათ შორის, მხოლოდ წინა და ასევე ოთხივე წამყვანი თვლით. სრული დამუხტვით ავტომობილს 450-დან 500 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეუძლია, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ისე ქალაქგარეთ მოგზაურობისთვის. მოდელს დიდი სალონი და ტევადი საბარგული აქვს. bZ4X პირველი იაპონური ელექტრომობილია საქართველოში, რომელიც გამორჩეული იქნება გამძლეობითა და ხარისხით.

ოფიციალურ წარდგენამდე ცოტა ხნით ადრე „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ ერთგულ მომხმარებლებს ავტომობილი ათ დღემდე ვადით სატესტოდ გადასცა და მათი შთაბეჭდილებები ვიდეორგოლის სახით გამოაქვეყნა.
ანი თედიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „პრეზენტაციამდე ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს bZ4X ერთი კვირით ან ათი დღით გადავეცით, რათა ავტომობილი ყოველდღიურ რეჟიმში, საკუთარ მარშრუტებზე გამოეცადათ. არანაირი სცენარი და მითითება არ გვქონია – შემდეგ უბრალოდ მათი რეალური შთაბეჭდილებები ჩავიწერეთ და თითქმის ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა: ავტომობილმა მოლოდინს გადააჭარბა. იგივე განწყობა იყო ღონისძიებაზეც – ტესტდრაივისა და ტურნირის პარალელურად სტუმრები ერთმანეთს სწორედ ამ გამოცდილებას უზიარებდნენ. პადელი ჯანსაღი ცხოვრების წესთან ასოცირდება, ელექტრომობილი კი – სუფთა გარემოსთან. ამ ორის გაერთიანება ბუნებრივი არჩევანი იყო და საშუალება მოგვცა, მოდელი ახალი აუდიტორიისთვისაც წარგვედგინა“.

bZ4X-ის წარდგენის ოფიციალური ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: „სარაჯიშვილი“, „თიბისი დაზღვევა“, „თიბისი ლიზინგი“, „ალდაგი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ვისოლი“.
ახალი მოდელის გაყიდვები საქართველოში უკვე წარმატებით დაიწყო – ავტომობილი „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია წარმოდგენილი, შესაძლებელია ტესტდრაივის დაჯავშნაც. bZ4X-ს, „ტოიოტას“ სხვა მოდელების მსგავსად, 10-წლიანი გარანტია აქვს, ტექნიკურ მომსახურებას კი ავტომფლობელები „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სერვისცენტრში მიიღებენ.
—
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში,„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია„ტოიოტა ცენტრი თეგეტა” საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად „ტოიოტას“ ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.




