ტობიას კრემერი – ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით – მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს

მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, „ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით“.
„ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვართ, არა მხოლოდ ევროპულ პოლიტიკაში, არამედ ქართულ პოლიტიკაშიც, გასული წლის გაყალბებულ არჩევნებსა და წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს შორის. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით. ჩვენ ვხედავთ დაშინებას, დეზინფორმაციას, პოლიტპატიმრების დაკავებას, ამჟამად 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში. გუშინ, ჩვენ შევხვდით ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელსაც ხელისუფლება თავს დაესხა, სასტიკად გაუსწორდა და სცემეს“, – განაცხადა კრემერმა.
მისი თქმით, ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან რეალობას ასახავს.
„ასევე, იმედს ასახავს, რომელსაც ქართველები 130-ზე მეტი დღეა აჩვენებენ, როდესაც ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოდიან. ისინი იმსახურებენ იმას, რომ ჩვენ ეს ანგარიში გავაკეთოთ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს“, – აღნიშნა კრემერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?