ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტიმ უოლზი ვიცე-პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატია - ეს ჩემი "ცხოვრების პატივია"

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლზი ოფიციალურად გახდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.
60 წლის უოლზმა ჩიკაგოში გამართულ შეკრებაზე თქვა, რომ ეს მისთვის არის “ცხოვრების პატივი”.
თავის გამოსვლაში უოლზმა გაიხსენა თავისი ცხოვრების ეტაპები, მათ შორის ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელად მუშაობის დრო. მან მოუწოდა შეკრებილებს მეტი სოციალური ერთიანობისკენ, რაშიც, მისი თქმით, ყველას ეკუთვნის და ყველას ეკისრება წვლილის შეტანის პასუხისმგებლობა, ამასთან, ყველას არ აქვს ამ მხრივ ერთნაირი ცნობიერება. უოლზმა ეს რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეი დი ვანსის მისამართით აღნიშნა. მისივე თქმით, ორივე მიჰყვებოდა რადიკალურ და სახიფათო დღის წესრიგს, რომელიც მხოლოდ ყველაზე მდიდრებს ემსახურებოდა ქვეყანაში.
პარტიის ყრილობის მესამე დღეს, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ ჰარისსა და ვივე-პრეზიდენტობის კანდიდატ უოლზს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმაც. მან ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ საკუთარს ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში ნოემბერში გაიმართება. მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი კანდიდატურა გაიწვია, მის ნაცვლად ტრამპის მეტოქეა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.