ტიერი მარიანი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება

ტიერი მარიანი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე: შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება
ეს არ იყო დებატები. მე განხილვა მივამსგავსე ბავშვს, რომელიც ჩაუთქვამს სურვილს და გაღვიძებისას აღმოჩნდება, რომ ოცნება არ ასრულდა, – განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.
მისივე თქმით, ამ პარლამენტში ფიქრობდნენ, რომ საქართველოში არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებდა და მათთვის სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა სხვა გზა აირჩია.
„ისინი თავისუფლები არიან არჩევანში. ევროპარლამენტში დებატებისას ამბობდნენ, რომ ასე შეუძლებელია გაგრძელება. მე გამახსენდა გერმანიის საელჩოს განცხადება, შვედეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, ჩვენ ვართ დემოკრატია და უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგები მაშინაც კი, თუ ის არ ემთხვევა ჩვენს ოცნებას.
შოკისმომგვრელია ბევრი ჩემი კოლეგის დამოკიდებულება, რომლებსაც არ სურთ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის მიღება. ეს დებატებია და შემდეგ პლენარულზე იქნება რეზოლუცია. არ ვიცი რა ჩაიწერება. შესაძლოა იყოს ისევ სანქციების დაწესებაზე მოწოდებები. რაზე უნდა იყოს სანქციები? სანქციები უნდა დაუწესდეს ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანის გამო? უნდა დაასანქცირონ კანონიერად არჩეული ხელისუფლება? მგონია საბჭოთა კავშირის აზროვნება შორს იყო ჩვენგან და აღმოჩნდა, რომ – არა. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი.
გამოდის, რომ ორი ევროპაა. ერთი ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპა, რომელიც მუდმივად მითითებაზე დაფუძნებული და არის მეორე, ორბანის ევროპა. მე მოხარული ვიყავი ორბანის საქართველოში ხილვით. ჩვენ ერთ ჯგუფში ვართ და ბედნიერი ვიყავი მისი საქართველოში ვიზიტით, როდესაც მან მიულოცა გამარჯვება ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ასეთი ევროპისთვის. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ქვეყნებს, რომლებსაც წევრობა სურთ და მათი არჩევანი მივიღოთ“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია