არქივი4 დეკემბერი, 2024, 21:22
ტიბო კურტუა გუნდის გამოცვლას არ აპირებს

32 წლის ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა "რეალის" დატოვებას არ გეგმავს, - იტყობინება COPE-ს ჟურნალისტი მიგელ ანხელ დიასი.
დიასის ცნობით, კურტუა 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას აპირებს. მადრიდულმა კლუბმა ტიბოს მიმართ საუდის არაბეთის გუნდების დაინტერესების შესახებ არაფერი იცის, რის თაობაზეც ადრე გავრცელდა ინფორმაცია.
ამ სეზონში კურტუამ ლა ლიგის 11 მატჩში 7 გოლი გაუშვა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.