არქივი7 იანვარი, 2025, 12:07
ტიბეტში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – დაიღუპა სულ მცირე 53 ადამიანი

ჩინეთის ავტონომიურ რეგიონში, ტიბეტში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 62 დაშავდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდის იყო, ხოლო ჩინეთის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტუდა 6.8-ს შეადგენდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი – ადგილზე 1 500-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე, ნეპალთან საზღვრის მახლობლად მოხდა. დანგრეულია სახლები და სხვადასხვა შენობები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.