ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტვ “პირველმა” რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ნაცვლად სულ სხვა, უდანაშაულო ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა (ვიდეო)

ტვ “პირველმა” რუსთავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ნაცვლად სულ სხვა, უდანაშაულო ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა (ვიდეო)
ტვ პირველმა რუსთავში მომხდარი 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ნაცვლად სულ სხვა, უდანაშაულო ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა, რითაც ოჯახი უკიდურესად მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩააყენა.
ამის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს ახალგაზრდა ქალი, რომლის ძმაც მკვლელად გამოაცხადა ტვ პირველმა. მისი თქმით, მისი ძმა უკვე 6 წელია საზღვარგარეთ იმყოფება და მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
ბოლოს ტვ “პირველმა” ბოდიში მოიხადა სხვა ფოტოს გავრცელების გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.