არქივი23 ნოემბერი, 2025, 00:55
„ტვ პირველის" ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

„ტვ პირველის" ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. "გიორგისთან კავშირი რედაქციამ 22:30 საათზე დაკარგა. რამდენიმე წუთით ადრე, მან რედაქციას აქტივისტების დაკავების კადრები გადმოუგზავნა.
ადვოკატი გიორგი მამნიაშვილს დიღმის იზოლატორში მოინახულებს", - ნათქვამია „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.