ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ჟურნალისტი და ოპერატორი ნაცემები არიან

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ჟურნალისტი და ოპერატორი ნაცემები არიან

ბესიკის ქუჩაზე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. "ტვ პირველის" ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავი აქვს გატეხილი.
დაზიანებები აქვს სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს.
როგორც მაკა ჩიხლაძე ყვება, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ ავიდნენ მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას ადამიანებს.
„ბესიკის ქუჩაზე ე.წ. ტიტუშკები ესხმოდნენ თავს ადამიანებს და არ აძლევდნენ აქციაზე მისვლის შესაძლებლობას. რომ მოვედით იყო ხელჩართული ბრძოლა, მაშინვე დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ 30-ზე მეტნი, ყველას ერთნაირი ნიღაბი უკეთია, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება.
მე დამეტაკნენ, წამაქციეს, მირტყეს. გიორგი შეწირულს წაართვეს ყველაფერი. მე ვხედავდი აქ გოგოებსაც, რომლებმაც ჩანთები ააგლიჯეს და გარდა იმისა, რომ წიხლები ურტყეს, ჩანთები წაართვეს. აქვე იდგა პატრული და აღარ არიან. მოკროფონიც წაიღეს, კამერაც, რას იღებ შე ბ..ო, პირდაპირ ასე მომმართეს", - ყვება მაკა ჩიხლაძე.
ცოტა ხნის წინ მივიდნენ მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები. პოლიცია ჯერ არ გამოჩენილა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.