ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს „ფორმულის“ ოპერატორი

ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს „ფორმულის“ ოპერატორი

ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორი თედო ქვაჩახია.
ის რუსთაველის გამზირზე, 4 დეკემბრის ღამეს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდა.
ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:
„აქვს თავის ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების ექსკორიაციული დაზიანება. ჩივილები არ აქვს“.
წუხელვე, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილიც. ტელეკომპანიის ცნობით, მან პიროტექნიკით მიიღო დაზიანება ხელზე.
4 დეკემბრის ღამეს ინგოროყვას კლინიკაში რუსთაველის გამზირზე დაშავებული ორი პირი გადაიყვანეს.
4 დეკემბრის მონაცემებით, ამ კლინიკაში 15 დაშავებული აგრძელებს მკურნალობას. მათგან 8 დღის განმავლობაში დატოვებს კლინიკას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.