ტვინის შერყევა და სისხლჩაქცევები – შშმ პირთა უფლებადამცველი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა

შშმ პირების უფლებადამცველი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.  ვიდოკადრებით დგინდება, რომ პოლიციამ აქციაზე მიმავალი გივი ჯვარშეიშვილი წააქცია, ძირს დაგდებულზე კი იძალადა. კადრებში ჩანს, რომ ჯვარშეიშვილი შველას ითხოვს, მაგრამ ძალოვნები მასთან არავის უშვებენ.

ჯვარშეიშვილი რუსთაველის გამზირიდან ჯერ დიღმის იზოლატორში გადაიყვაენეს, თუმცა მიღებული  ზიანის გამო მისი იზოლატორში შეყვანა ვერ მოხერხდა. პოლიცია იძლებული გახდა, სასწაფოსთვის გამოეძახებინა. ასე მოხვდა დაკავებული ალადაშვილის კლინიკაში. ნაცემ უფლებდამცველს სისხლჩქცევები აღენიშნება და ფოტოებზე აშკარად ჩანს ცემის კვალი.

ამ დრომდე უცნობია, რატომ დააკავა შშმ პირთა უფლებადამცველი პოლიციამ. მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, თუმცა ამ დროდმდე ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამიქცირებულ მინისტრს მტკიცებულებები არ გაუსაჯაროვებია, ამიტომ ადვოკატი ჯვარშეიშვილის ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე – გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები

მაია ბუწაშვილი: „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში – სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული