პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტეხასის ქალაქ მიდლენდში სროლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 9

ტეხასის ქალაქ მიდლენდში სროლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 9

ტეხასში, ქალაქ მიდლენდში, სროლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავებული კი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მიდლენდის მერის, ლორი ბლონგის განცხადებით, ოფიცრებმა სროლის შესახებ პირველი ზარები ადგილობრივი დროით 8:03 საათზე (14:03 GMT) მიიღეს. სროლის დაწყებიდან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, ეჭვმიტანილი ოფიცრებთან დაპირისპირებაში იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

მიდლენდის მემორიალურმა საავადმყოფომ განაცხადა, რომ მათ 9 დაშავებული პირი მიიღეს, მათგან ოთხს ოპერაცია უტარდება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.