ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს

ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს

მას შემდეგ, რაც „ლიონის“ მმართველობას ამერიკელი ჯონ ტექსტორი ჩამოაშორეს და კლუბს მიშელ კანგი ჩაუდგა სათავეში, გუნდში სერიოზული საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს.
რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა „ოლიმპიკი“, კიდევ არაერთი სიახლეა მოსალოდნელი, გიორგი მიქაუტაძე კი მშობლიური ქალაქის გუნდში დარჩება.
ჯერ კიდევ ტექსტორის პერიოდში 8 მილიონ ევროდ ამერიკელი მეკარე მეტ ტერნერი „ნოტინგემ ფორესტისგან“ 8 მილიონ ევროდ შეიძინეს, ახლა კლუბი მასთან კონტრაქტის გაუქმებას უშედეგოდ ცდილობს, თუმცა გამოსავალი მაინც მოიძებნა - „ნიუ ინგლენდ რევოლუშენში“ გაანათხოვრებენ.
გასულ სეზონში ტერნერი იჯარის წესით „კრისტალ პალასში“ თამაშობდა, რომლის რიგებში ყველა ტურნირზე 4 მატჩში 2 გოლი გაუშვა და ორჯერ შეინახა კარი მშრალად.
შეგახსენებთ, „ლიონმა“ ძირითადი მეკარე ლუკას პერი „ლიდსს“ 18 მილიონ ევროდ მიჰყიდა.
დუემ კითხვაზე უპასუხა - ისაა უკეთესი თუ იამალი
მიქაუტაძის გუნდს ახალი მეკარე ეყოლება
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.