ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და IT HUB Georgia - ს ორგანიზებით, ტექნოპარკში, დასაქმების ფორუმი Job Fair გაიმართა. ღონისძიება StrategEast- ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა, GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და EBRD - ის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა გახსნეს.
ღონისძიების მიზანია IT HUB Georgia-ს კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობა, ასევე პროფესიული ქსელისა და IT ეკონომიკის განვითარება.
ღონისძიება პროექტის IT HUB Georgia - ს ფარგლებში StrategEast-ის მიერ განხორციელდა, პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უზრუნველყო.
IT HUB-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრებმა, ომის დროს იძულებით გადაადგილებულმა, უკრაინელმა ახალგაზრდებმა გაიარეს სასწავლო კურსი IT სფეროში. ტრენინგები ექვს სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. პროექტს 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.
ფორუმს ესწრებოდნენ ბიზნეს სექტორის, საელჩოების, საერთაშორისო არასამთავრობო და ფინანსური ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე IT HUB Georgia- ს კურსდამთავრებულები.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.