ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტექნიკურ უნივერსიტეტთან ლოზუნგით - "ნუ გვართმევთ იდენტობას!"- მოქალაქეები და ლექტორები შეიკრიბნენ

ტექნიკურ უნივერსიტეტთან ლოზუნგით - "ნუ გვართმევთ იდენტობას!"- მოქალაქეები და ლექტორები შეიკრიბნენ

"ნუ გვართმევთ იდენტობას!" - ამ ლოზუნგით მოქალაქეები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.
აღნიშნულით ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
უნივერსიტეტთან შეკრებილ მოქალაქეებს, მათ შორის, თსუ-ს ლექტორებს გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით: „104 წლის უნივერსიტეტი არ იყიდება“, „სტუ მიქანაძის დაარსებული არ არის“.
შეგახსენებთ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მისი თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.