ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტერორისტების ქართველი მსხვერპლი ისრაელში

ტერორისტების ქართველი მსხვერპლი ისრაელში

ტერორისტების ქართველი მსხვერპლი. 44 წლის ილია ნოზაძე თავდამსხმელებმა იმ დროს დაცხრილეს, როდესაც ის მატარებელით სამსახურიდან ბრუნდებოდა. სამი ტყვიით დაჭრილი ქართველის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თელავივსა და იერუსალიმში მომხდარ ტერაქტებს სულ 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ტერაქტების პარალელურად ირანმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა ქვეყნის ქალაქებზე. ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ახლა რეგიონში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ისრაელი საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.