ტატო ქელბაქიანის თქმით, მის პოლიციამ არასრულწლოვან შვილს სცემა და დააკავა

ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ პოლიციამ მისი არასრუწლოვან შვილს სცემა და დააკავა. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა.
როგორც ის ამბობს, პოლიციამ 17 წლის შვილი ხელიდან გამოსტაცა მაშინ, როცა დარბევის შემდეგ სახლისკენ აპირებდნენ წასვლას:
“აქციაზე ვიყავით და უკვე მოვდიოდით რომ შლიდნენ, ვიდექით მარტო, წყნარად პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. უცებ მოკიდეს და წაიყვანეს.
ჩემს თვალწინ ძირს დაგდებულს წიხლებით შედგა 7-8 კაცი. ჩემი შვილია-მეთქი ვეძახდი, მგონი მაგის გამო უფრო ურტყეს. არასრულწლოვანია-მეთქი ესეც ვიძახე, მაინც ურტყეს”, — უთხრა რადიო თავისუფლებას ქელბაქიანმა.
მისი თქმით, არ იციან სად არის ახლა მისი არასრულწლოვანი შვილი გადაყვანილი. რადიო თავისუფლება ცდილობს ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაადგინოს, თუმცა უწყების პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას