ტატა ხვედელიანი – პრემიერ-მინისტრს მოუწია სიმართლის მოსმენა და პასუხების გაცემა – პარლამენტი „ოცნების“ ოფისად იყო გადაქცეული, მოსახლეობა ხედავს, რომ განსხვავებული აზრი დაბრუნდა

საქართველოს პარლამენტი იყო გადაქცეული „ოცნების“ ოფისად, სადაც არავითარი განსხვავებული აზრი არ იყო – მოსახლეობა ხედავს, რომ განსხვავებული აზრი დაბრუნდა პარლამენტში , – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსმენას გამოეხმაურა.
ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ მსგავსი დღეებით ისინი პარლამენტში „ოცნებას“ დისკომფორტს შეუქმნიან და ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირდება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა.
„ჩვენ მივიღეთ განსხვავებული აზრი საქართველოს პარლამენტში, მწვავე შეკითხვები დავუსვით და პრემიერ-მინისტრს მოუწია რაღაც საკითხების აღიარება. მაგალითად ეკონომიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ისინი ამაყობენ ეკონომიკური ზრდით. ჩვენ მოსმენილი გვაქვს უამრავი ტრაბახი და საქებარი სიტყვა, თუ როგორ ახდენენ ეკონომიკურ ზრდას და ყვავის ქვეყნის ეკონომიკა მაშინ, როდესაც კვლევებით დასტურდება, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი ზოგჯერ ან ყოველთვის განიცდის შიმშილს. დღეს ჩვენი დამსახურებით და ჩვენი მწვავე შეკითხვებით ყველა პრობლემა იყო წამოწეული. პრემიერ-მინისტრს მოუწია სიმართლის მოსმენა, პასუხების გაცემა.
საქართველოს პარლამენტი იყო გადაქცეული „ოცნების“ ოფისად, სადაც არავითარი განსხვავებული აზრი არ იყო, ეს იყო სრულიად კომფორტული გარემო მათთვის. კანონების განხილვა მიმდინარეობდა ძალიან კომფორტულ და მეგობრულ გარემოში, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დიახაც, მწვავე შეკითხვებით კანონების განხილვა მიმდინარეობს სწორედ იმ ვითარებაში, რომ მათ უწევთ გასცენ პასუხი ჩვენს შეკითხვებს. უწევთ, რომ ჩვენი აზრი მოისმინონ.
რა თქმა უნდა, დიდი ინტერესია, მოსახლეობა ხედავს, რომ განსხვავებული აზრი დაბრუნდა საქართველოს პარლამენტში და არავინ არ გაუტარებს ამათ ყველაფერ იმას, რასაც საუბრობდნენ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვანი, ისტორიული შენობიდან. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ძალიან კრიტიკულად შევხვდებით ნებისმიერ თანამდებობის პირს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემცირდეს „ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა და სწორედ ასეთი დღეებით ჩვენ ამას გავაკეთებთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ შევუქმნით მათ დისკომფორტს შეკითხვებით“, – განაცხადა ტატა ხვედელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება