არქივი10 მაისი, 2024, 12:07
ტარიელ ხარხელაური: სირცხვილი არის! ეს მიწა მქონდეს... და, ცრემლით ვწერდე სისხლიან დრამას
... და წუთისოფლის სისხლიან დრამის
სიუჟეტს თეთრი მთვარე მახსენებს,
ზოგჯერ მთლიანად ვიწუნებ ამინდს -
როცა დაფქული ფილტვით მახველებს.
მივდევ თავდახრით საფლავთა მწკრივებს,
სივრცეთა მანძილს მიზღუდავს თვალი,
და როგორც მაშინ, დიდი ხნის წინათ,
მაფენენ ჩრდილებს ხეები ალვის.
ვისვენებ... სველ და ხავსიან ლოდებს,
და თეთრ გვირილებს ცრემლებით ვნამავ,
სირცხვილი არის! ეს მიწა მქონდეს...
და, ცრემლით ვწერდე სისხლიან დრამას.
ტარიელ ხარხელაური
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.