ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტანსაცმლის გახდა და დალურჯებები 6 წლის ბავშვს – დირექტორი ამტკიცებს, რომ ან ტყუილია, ან თამაში, ან დალურჯებული ბავშვიც ინციდენტის მონაწილეა

AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში, კერძო სკოლა “თამარისში” პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. მშობელის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მოსწავლეს აბულინგებდნენ. მშობლმა აღნიშნულის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა, თუმცა ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა.
“აჭარა თაიმსი” კერძო სკოლა “თამარისის” მფლობელს დაუკავშირდა, რომელმაც ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ბავშვების “თამაშს” ძალადობა არ შეიძლება ეწოდოს და რომ ტანსაცმლის გახდა “თამაშია”, სკოლის დირექტორმა პრაქტიკულად ტყუილში დაადანაშაულა მშობელი და უცნაური ლოგიკით ამტკიცებს, რომ ერთი მშობლის ნათქვამი არ შეიძლება სიმართლე იყოს, მაგრამ თუ სიმართლეა, მაშინ ინციდენტში მისი შვილიც მონაწილეობდა.
ზაურ სოლომონიძე, კერძო სკოლის მფლობელი:
“ერთი მშობელის ნათქვამი არ შეიძლება სიმართლე იყოს. თუ მართლაც მოხდა აღნიშნული შემთხვევა მაშინ ინციდენტში თავისი ბავშვიც მონაწილეობდა. ხელზე ჩალურჯებები არ ჰქონია, მე არ მინახავს. გამოკითხეთ კლასელები და მიხვდებით რაშია საქმე. ჩემი მოკვლევით ის გაირკვა, რომ ბავშვები თამაშობდნენ, ტანსაცმლის გახდის პროცესში აღნიშნული მოსწავლეც მონაწილეობდა.
ასეთ რამეებზე პასუხს არ ვცემ. იმდენი “ხუშტურიანი” ადამიანია მაშინ, პასუხების გაცემით უნდა ვიყო დაკავებული და საქმე არ უნდა ვაკეთო,”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.