ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტანზანიაში წყალდიდობას 20 ადამიანი ემხვერპლა, დაშავდა 70

ტანზანიაში ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა 20 ადამიანი იმსხვერპლა, 70 კი დაშავდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, უამინდობამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურაც.
წყალდიდობა ჰანანგის მთის ფერდობებთან მოხდა, სადაც პრეზიდენტმა სამია ჰასანმა, სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად, ეროვნული უსაფრთხოების ძალები გააგზავნა.
”ჩვენ შოკირებულნი ვართ ამ მოვლენით,” - თქვა პრეზიდენტმა სამია სულუჰუ ჰასანმა ტანზანიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ტანზანიის მეტეოროლოგიური სააგენტოს გაცხადებით, წვიმები მიმდინარე თვეშიც გაგრძელდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.