ტაილანდში ავარიას 14 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ტაილანდში, პრაჩუაპქირიქანის პროვინციაში, ორსართულიანი ავტობუსი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. შედეგად, დაიღუპა 14 და დაშავდა 32 ადამიანი, – ამის შესახებ BBC წერს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს ავტოავარიის სიმძიმე – ხესთან შეჯახებისას, ავტობუსის წინა ნაწილი ორადაა გაგლეჯილი.
პირველადი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა. ის მძიმედ დაშავდა, თუმცა ცოცხალია. გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა კაცი ავტობუსის მართვისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.
საგზაო შემთხვევების მაჩვენებლით, ტაილანდი მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. მიზეზად გზებზე უსაფრთხოების დაბალ სტანდარტებს ასახელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან