ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

15 ივლისიდან ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა. ცვლილების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს ტაილანდში უვიზოდ დარჩენა 60-დღემდე შეეძლებათ.
ტაილანდმა სავიზო წესებში ცვლილების შეტანის გეგმის შესახებ გასულ მაისში გამოაცხადა, ივლისიდან კი ქვეყანაში უვიზოდ დარჩენის ვადა გაორმაგდა და უვიზო ქვეყნების სია გაიზარდა.
ცვილელების შედეგად 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 57-ის ნაცვლად 93 ქვეყნის მოქალაქეებს შეეხებათ, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სავიზო პოლიტიკის განახლება ქვეყანაში მეტი უცხოელი ტურისტის მოზიდვას და მოგზაურობის ხელშეწყობას ემსახურება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.