ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტაივანიდან დაფინანსებული თინა ხიდაშელის კანტორა კვლავ შფოთავს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

თინა ხიდაშელის კანტორა კიდევ ერთხელ შფოთავს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. ამის შესახებ მათ განცხადებაშია ნათქვამი.
ამონარიდი:
“შემთხვევითი არაა, რომ საშინაო ავტორიტარიზმის ზრდის პირდაპირპროპორციულად, ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკურ მაშველ რგოლად ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება მოევლინა. ეს კონკრეტული მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაუბალანსებელი, ინსტიტუციური კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მიღმა დარჩენილი ხელისუფლება უზარმაზარი საფრთხის მატარებელია საქართველოს მომავლისთვის.
ქართული ოცნების ხელში უკონტროლო უმრავლესობის არსებობის პირობებში ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ხელში შეგვრჩეს კომუნისტური პარტიის მიერ ,,ლეგიტიმიზირებული’’ ავტორიტარიზმი, ერთი მხრივ, სიღარიბის და მეორე მხრივ, პოლიტიკური ელიტების ჩაცემენტებით. “– წერს ხიდაშელის კანტორა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.