ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი საქართველოს ბოლოს 13 წლის წინ სტუმრობდა.
პირველსაყდარსა და საქართველოს ეკლესიას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა უარი განაცხადა კრეტის დიდ და წმიდა კრებაზე დასწრებოდა, მოგვიანებით კი ეცნო კონსტანტინოპოლის ძალაუფლება, მიენიჭებინა უკრაინისთვის ავტოკეფალია.
⭕ მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი რუსული დელეგაციებისთვის პრობლემაა. მოსკოვმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი კონსტანტინოპოლთან, შესაბამისად, წირვაზე მასთან ერთად ვერ დადგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო:

ლევან ხაბეიშვილი – „გამოძიებობანას“ თამაშობენ! ორი წელი ეძინათ და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ ჩემს წამებას ჰქონდა ადგილი, „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ – თუ მათი პასუხისმგებლობა არ დადგება, ვის აინტერესებს ვიღაც ბაღლინჯოები?!