,,სხვის ქმარზე მაინც დავწერ, თუ შეიძლება” –

ჟურნალიატი სიმონ ჯანაშიას ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,მე ისედაც თვალში გეჩხირებით და არაფერი დამიწერია დებატზე. მაგრამ სხვის ქმარზე მაინც დავწერ, თუ შეიძლება.
ღამე მესიზმრება ცოცხალ ქოცს როგორ ვათრევ. ამის შანსი მიეცათ ადამიანებს პირდაპირ ეთერში, სადაც ვერ ამოგჭრიან, ვერ გადაგაკეთებენ, შინაარს ვერ შეგიცვლიან – და აი, ზუსტად ის ხალხი ათრიეს, ვისაც ეს შანსი მიეცა. პირდაპირი ეთერის შესაძლებლობები ულევია, მეგობრებო და ამიტომ არ მჯერა ქოცის მოგებული დებატის. და ვისაც ამის სჯერა – საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა აქვს. “ლეგიტიმაციას ვაძლევთ” არგუმენტი ისეთი სასაცილოა, რა ვიცი, რა ვთქვა? ანუ მე რომ პარლამენტში ნინო წილოსანს ვაშაყირებ, მეცოდინება აწი რომ თურმე ლეგიტიმაციას ვანიჭებ და მაგარი ხარ, ვიკაო – რატომ მწერთ (რაც ქოცების თრევაზე მეტად მსიამოვნებს, კიდევ მომწერეთ რა). და მაინც, პროპაგანდისტულ მედიაში ქოცების თრევას როგორ ადარებთ ან პარლამენტში შესვლას ან არჩევნებში მონაწილეობას? თუ რამე არ მოგეწონათ, შესაძლოა იმიტომ, რომ მთელი ეს პერიოდი ლამის თავი ვამართლებინეთ სიკოს და რეალური საშიშროება შევქმენით იმისა, რომ იქნებ სადმე ჩვენ დაგვიწყებდა საუბარს და – არა იმედის მაყურებელს.
არადა, რა ადვილია დაინახო ეს სურათი: მიდიხარ, ეუბნები სიმართლეს და ფოტოებით, არგუმენტებით, მშვიდად, ყვირილით და რამდენიმე ეთერში ქოცები უარს ამბობენ თავად ამ დებატზე – ასე ვიმარჯვებთ ამ ტაქტიკურ ბრძოლაში.
მაგრამ სამწუხაროდ, ეს სურათი რომ დაგვენახა იმის ნაცვლად “ხალხი ვინც სცემა და დაწამლა იმათ როგორ დავუჯდები” ვიძახეთ, თან საკმაოდ ვულგარული ფორმებით.
ჰოდა, მე ეს ნაცემი ხალხის ფოტოები ვნახე ზუსტად იმედზე დღეს და მადლობა ამ სურათისთვის სიკოს.“

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე

ვიკა ფილფანი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო – ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა