ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სხვა კორპუსებიც არის დაზიანებული. საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას“ – საკრებულოს დეპუტატი

„სხვა კორპუსებიც არის დაზიანებული. საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას“ – საკრებულოს დეპუტატი
თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი გივი ჩხარტიშვილი სამტრედიის ქუჩაზე, სადაც ღამით კორპუსში აფეთქება მოხდა, სიტუაციას ადგილზე გაეცნო. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აფეთქებამ სხვა კორპუსებიც დააზიანა.
„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის მოქალაქეები გადაყვანილები არიან სხვადასხვა სასტუმროში. დიდია დაზიანება [შენობის]. სხვა კორპუსებიც არის დაზიანებული. საჭიროების შემთხვევაში თითოეულ მოქალაქეს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აღმოვუჩენთ დახმარებას“, – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, დაზიანდა რამდენიმე სართული. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.