სხვა დროს იცოდეთ ხოლმე, როგორ ისაუბროთ ადამიანებთან – სოზარ სუბარი გიორგი გახარიას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გიორგი გახარიას მიმართა და მოუწოდა, კორექტულად მიმართოს ადამიანებს. დეპუტატის მიმართვა გიორგი გახარიას რეპლიკას მოჰყვა, როდესაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თენგიზ შარმანაშვილის ვინაობით დაინტერესდა.
„ბატონი თენგიზ შარმანაშვილი არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და 1989 წლის 9 აპრილს ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხელმძღვანელობდა ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის. ასეთი იაფფასიანი “ტრიუკები” ტვ პირველში გამოიყენეთ ან თქვენს სტაფერებთან და სხვა დროს იცოდეთ ხოლმე, როგორ ისაუბროთ ადამიანებთან,-“განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე