სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს

სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს
სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში, ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, მოქმედი ხელისუფლება კი იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და პოზიციებს.
„რა სარგებელი მიიღო წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციამ საქართველოში – მათ შეისყიდეს წინა ხელისუფლებისგან სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, ძალიან დიდი აქტივები საქართველოში. მათ შორის, ერთი პერიოდი, თბილისში ყველა კომუნალური მომსახურება იყო გადასული პირდაპირი, თუ არაპირდაპირი ფორმით რუსულ კომპანიებზე. წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ენერგომომარაგება, ყველაფერი იყო გადასული რუსულ კომპანიებზე პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით.
გარდა ამისა, იყო უამრავი სხვა სტრატეგიული ობიექტი, რომლებიც გასხვისდა, სწორედ, რუსულ კომპანიებზე. რაც შეეხება ტერიტორიულ სარგებელსა და ტერიტორიულ გავლენას. სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში, გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში. ჩვენი რეგიონების ოკუპაციების ხარჯზე, ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე. ამ ორი მიმართულებით, ორივე ძირითადი მიმართულებაა ექსპანსიის, ეს არის ტერიტორიული, პოლიტიკური ექსპანსია და მეორე არის ეკონომიკური ექსპანსია. მაშინ იყო ამხელა შედეგები რუსეთის მხარეს და ჩვენი ხელისუფლების პირობებში არავითარი ეკონომიკური ექსპანსია, არავითარი ეკონომიკური ობიექტების, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე, რუსულ კომპანიებზე და არავითარი ტერიტორიული ექსპანსია საქართველოს ტერიტორიაზე. სარგებელზე როცა არის საუბარი შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ და შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და პოზიციებს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება