ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სწორედ რუსეთს უნდა ესმოდეს ის პოზიციები, რა პოზიციებსაც აჟღერებს საქართველო - მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალებში მონაწილეობაზე

ეუთოს მინისტერიალში ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობენ კიდევ ერთხელ მმართველ გუნდში. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, ეუთოს მინისტერიალებში საქართველოს ჩართულობა პირველი არ არის და ამ პლატფორმის მუშაობაში ქვეყანა წარსულშიც აქტიურად მონაწილეობდა.
მმართველი პარტიის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ყველა პლატფორმიდან გაიგოს საქართველოს პოზიცია.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრები, ეუთოს მინისტერიალებში ყოველთვის მონაწილეობენ. მონაწილეობდნენ 2008 წელს, 2009 წელს, 2010 წელს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ახლა ამაზე საუბარი, უნდა მიეღო თუ არა წელს საქართველოს მონაწილეობა, აბსოლუტურად არარელევანტურია, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ რუსეთს უნდა ესმოდეს ის პოზიციები, რა პოზიციებსაც აჟღერებს საქართველო და რა პოზიციებზეც დგას საქართველო", - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.