სქესსა და გენდერს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ განსხვავება წარმოაჩინონ, ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის

სქესსა და გენდერს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ განსხვავება წარმოაჩინონ, ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის
სქესი და გენდერი არის ერთი და იგივე რამ, ეს არის ჩვეულებრივად სინონიმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, როგორს სქესი არის ორი, გენდერიც არის ორი კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით.
„რაც შეეხება სქესს და გენდერს, არავითარი განსხვავება არ არსებობს ამ ორ ცნებას შორის, თუმცა არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ განსხვავება წარმოაჩინონ. ჩვენ ვერავითარ ზღვარს ვერ გავავლებთ ამ ორ ცნებას შორის. სქესი და გენდერი არის ერთი და იგივე რამ, ეს არის ჩვეულებრივად სინონიმები. როგორს სქესი არის ორი, გენდერიც არის ორი კონკრეტული NGO-ების მოსაზრებებისგან განსხვავებით.
რაც შეეხება NGO-ების ჩართულობის თემას, ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი. თქვენ იცით, რომ იყო თავსმოხვეული მოვლენა, როდესაც ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში პირდაპირ იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციას იმიტომ ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ის საზოგადოების გადმოსახედიდან აქტიურობს და არ არის ჩართული უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლების მხრიდან. აქ იყო ჩვეულებრივად აღრეული ეს პროცესები და შესაბამისად, ჩვენ ვაწესრიგებთ ლოგიკიდან გამომდინარე ამ ურთიერთობებს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა დარჩეს საზოგადოებრივ ორგანიზაციად და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სახელმწიფო ორგანოებმა. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი ლოგიკა, რომელსაც დაეფუძნა ამ კანონის მიღება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო