“სქემის ყველა მიმართულება გახსნილია” – ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციებს მართავს (ვიდეო)

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არჩევნების გაყალბების სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მალე გასაჯაროვდება:

“წინასწარ გეტყვით, საზოგადოებას ხომ უნდოდა მტკიცებულებები და სქემის გახსნა? სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და ყველგან გვაქვს მტკიცებულებები, მათ შორის, ისეთი მიმართულებები რომელზეც წარმოდგენაც არ ჰქონდა საზოგადოებას. ” აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

განცხადება ამის თაობაზე ნიკა გვარამიამ ოპოზიციური კონსულტაციების დაწყებამდე გააკეთა. ამ წუთებში ოპოზიციის საკოორდინაციო შტაბი მოლაპარაკებებს მართავს სხვადასხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”