ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სქემა მუშაობს ასე -კურიერად, მისამართზე დამდებად ირჩევენ არასრულწლოვანს, ქალს, მარტოხელას, ემიგრანტის შვილს – ელისო კილაძე ნარკოტიკების გასაღების სქემებზე

"სქემა მუშაობს ასე -კურიერად, მისამართზე დამდებად ირჩევენ არასრულწლოვანს, ქალს, მარტოხელას, ემიგრანტის შვილს – ელისო კილაძე ნარკოტიკების გასაღების სქემებზე
“სქემა მუშაობს ასე – კურიერად, მისამართზე დამდებად ირჩევენ არასრულწლოვანს,ქალს,მარტოხელას, ემიგრანტის შვილს”- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მეთოდებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოშია.
“უხდიან კარგ ხელფასს,აძლევენ ნარკოტიკს გასასინჯად. მერე ფულს აღარ, ტოვებენ ნარკოტიკზე, მერე როცა რესურსს ბოლომდე ამოწურავენ, უშვებენ თავისუფლებაზე”, მერე იწყება ჯოჯოხეთი – ფულის ძებნა, აზარტული თამაშები, სახლიდან ნივთების გატანა, ლომბარდი, ქურდობა.
მერე ფსიქიური აშლილობა,ძალადობა და ხშირად სუიციდი! ასე კლავენ ქვეყნის მომავალს! სასწრაფოდ უნდა ავლაგმოთ ეს ჯოჯოხეთი და მერე სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სრულფასოვანი მკურნალობა და ჩანაცვლებითი პროგრამები !
P.s – .ისე არა, ქავთარაძეზე 50 ლარს რომ ჩაუკუჭავს დაცვას და შედის ნარკოტიკი”- წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.