სუჯაში უკრაინელებმა დაწვეს მათი საბუთები, ვინც სამხედრო სამსახურს არიდებს თავს

უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ათობით დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ამბობენ, რომ სუჯაში სამხედრო კომისარიატში გაანადგურებენ იმ პირების პირად საქმეებს, ვინც სამხედრო სამსახურს არიდებს თავს.
ვიდეო, სადაც ეს პირადი საქმეებია ნაჩვენები, უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა, იური ბუტუსოვმა გამოაქვეყნა.
„ეს საბუთები სუჯას გაწვევის პუნქტში ვიპოვეთ. აქ რუსი ოკუპანტები აგზავნიდნენ ჯარისკაცებს უკრაინელების დასახოცად. საქაღალდეებს შორის არის ერთი, მეტყველი სახელწოდებით: “ძებნილები, სამხედრო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისგან თავის არიდების გამო”. ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ მოქალაქეებს, ვისაც არ სურთ უკრაინელების წინააღმდეგ ომი და პუტინისთვის სიკვდილი. ასე რომ, ყველა პირადი საქმე გავანადგურეთ“, – თქვა ბუტუსოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს