„სუხიშვილების“ ტურნე მექსიკაში – „საქართველოს ბანკი“ „სუხიშვილების“ მთავარი სპონსორია

16 ქალაქი, 20 კონცერტი – ეს „სუხიშვილების“ ტურნეა მექსიკაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს. „საქართველოს ბანკი“ სუხიშვილების მთავარი სპონსორია.
ტურნეს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
„სუხიშვილების“ კონცერტზე მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, დაესწროს დაუვიწყარ სანახაობას და გაეცნოს ქართულ ტრადიციულ ცეკვებს თანამედროვე ელემენტებით.
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ არ არის მხოლოდ ქორეოგრაფიული დასი, არამედ წარმოადგენს ეროვნულ საგანძურად ქცეულ თაობებს შორის კავშირს, რომელიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ამასთან, მის მუდმივ განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ წელს „სუხიშვილების“ ანსამბლი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ტრიუმფის 80 წელი“ იმართება. გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 10 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას