სუხიშვილების საახალწლო კონცერტი – ევროპის სცენის დაპყრობის შემდეგ, ანსამბლი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება

10 ქვეყანა და 53 კონცერტი – ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, წარმატებული ორთვიანი საგასტროლო მოგზაურობიდან დაბრუნდა. ევროპის სცენის დაპყრობის შემდეგ, ანსამბლი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება.
ქართული, ხორუმი, სვანური,ზეკარი, ჯუთა – ორსაათიანი პროგრამა შერეულია – მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება როგორც კლასიკური ცეკვები ასევე, ახალი ქორეოგრაფიული კომპოზიციები. საახალწლო კონცერტები 21 დეკემბრიდან დაიწყება.
ქართული ნაციონალური ბალეტის გენერალურ რეპეტიციას ილიკო სუხიშვილი თავად ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ორთვიანი უწყვეტი გასტროლების მიუხედავად, ანსამბლი კარგ ფორმაშია.
პარიზი, ვენა, ბერლინი, რომი, პრაღა – 75 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლის საშემოდგომო ტურნე, საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა – თუმცა, თავად სუხიშვილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ბრიუსელში ანშლაგით ჩატარებული კონცერტია. ანსამბლის წევრებმა ფესტივალ “ევროპალიას” ფარგლებში მონაწილეობისას შეიტყვეს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ბრიუსელის ნაციონალურ თეატრში, სუხიშვილებმა სიმბოლურად ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სუხიშვილების საახალწლო სერია ხვალ დაიწყება და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე