სუს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სუს-ის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

როგორც სუს-ის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამუკა მდინარაძე თბილისშია.

„თბილისშია, სამსახურში,“ – აღნიშნეს სუს-ში.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძე აშშ-ში „შიკრიკად გააგზავნა“.

„ექსკლუზიური ინფორმაცია მაქვს: მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში მამუკა მდინარაძის სახით – რა უნდა ქნას მდინარაძემ? აშშ ის ქვეყანაა, რომელიც ასე ალაგებს ურთიერთობებს? რუსეთი ხომ არ ჰგონია?“ – განაცხადა შარაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება – მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას

ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი შეხვედრა იყო პრეზიდენტ ტრამპთან ოვალურ ოფისში – განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიები, ვისაუბრეთ დიპლომატიაზე, მნიშვნელოვანია პროცესი გაცოცხლდეს