ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუს: სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რამე სახის ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გუშინ, 21 აპრილს საგანანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
უწყების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ შესაბამის ღონისძიებებს და რამე სახის ასაფეთქებელი არ აღმოჩენილა.
"მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა", - ნათქვამია განცხადებაში.
21 აპრილის საღამოს რუსულენოვან ახლადშექმნილ ტელეგრამ არხზე გავრცელდა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომ თბილისის კონკრეტულ სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ტერაქტებს გეგმავდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.