ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუს: ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, მათგან 2 კვლავ უკანონო პატიმრობაშია

სუს: ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, მათგან 2 კვლავ უკანონო პატიმრობაშია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის თანახმად, მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო 2 კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.
"ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი "ცხელი ხაზი".
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.