ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუს კარბაიაზე: საოკუპაციო რეჟიმმა დაადასტურა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.
მათი თქმით, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვების პროცესი.
"აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშრებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მომქედი "ცხელი ხაზი".
გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.
იქიდან გამომდინარე, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა, მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვების პროცესი", - აცხადებენ სუს-ში.
მოძრაობამ აფხაზეთისთვის გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციამ საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას სცემა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ელემენტარულ უფლებებს სასტიკად არღვევს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.