ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუს-ი იძიებს ვინ გათიშა ტელეკომპანია “იმედი“

სუს-ი იძიებს ვინ გათიშა ტელეკომპანია “იმედი“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს ვინ გათიშა იმედი.

მდინარაძის უწყების ცნობით, ტელეკომპანია „იმედის“ მომართვის საფუძველზე,  გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

„არხის მაუწყებლობა 17 საათსა და 48 წუთზე გაითიშა და დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში არხი ეთერში ვერ გავიდა. „ტელეიმედთან“ ერთად მაუწყებლობა შეწყდა ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი კომპანიის - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ შემთხვევაშიც. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

მანამდე "იმედმა" გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის მაუწყებლობა "დაუდგენელი მიზეზით, მოულოდნელად, დაახლოებით 45 წუთით გაითიშა".

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.