ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სუს-ი გაუქმდება, დიახ, ამაზე ხელი გვაქვს მოწერილი” – ვაშაძე

“სუს-ი გაუქმდება, დიახ, ამაზე ხელი გვაქვს მოწერილი” – ვაშაძე

“ერთიანობის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
„მეტი რა მხილება სჭირდება „ქართულ ოცნებას“? ამერიკა, ევროპა: გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი – მასთან ურთიერთობა ყველას შეწყვეტილი აქვს. აი, კიდევ რით უნდა ამხილო, მართლა ეს მავნებელი ძალა? ახლა მარცხდებიან და ათას სისულელეს იგონებენ. კითხვა დავსვათ, რას აკეთებს სუს-ი საქართველოში? რომ იცოდეთ, თქვენც გაკონტროლებთ, მარტო ჩვენ კი არა. ვისაც სამთავრობო მედია ჰქვია, იმათაც აკონტროლებს, თქვენც გისმენთ, ხომ იცით,რომ გისმენთ? ხომ იცით, რომ რამეს სხვანაირად თუ იტყვით, მერე შეიძლება ვიღაცამ დაგირეკოთ, ეს რატომ თქვიო.[ამიტომ] ვის ვატყუებთ? სუს-ი ამ ქვეყანაში 26 ოქტომბრის შემდეგ გაუქმდება, აღარ იარსებებს. იარსებებს მხოლოდ კონტრდაზვერვა, დაზვერვის სამსახური, ანტიტერორისტული სამსახური. სუს-ი არის KGB-ს გადმონაშთი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გარშემო ახლა ფოტოებს გვიღებენ. ის აღარ იარსებებს. აღარავინ მოგისმენთ თქვენ (ჟურნალისტებს), ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენელს, თქვენც კი, არავინ მოგისმენთ.იცოდეთ, თქვენც გისმენენ. ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი გვაქვს მოწერილი, რომ ვაუქმებთ სუს-ს და პოლიტიკურ პოლიციას ამ ქვეყანაში.”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.