ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუს-ის ცნობით, ოსურ მხარესთან ერგნეთში თამარ მეარაყიშვილის საქმეზეც ისაუბრებენ

სოფელ ერგნეთში დღეს, 31 მარტს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მორიგი, 131-ე შეხვედრის ფარგლებში, სადაც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და ქართულ მხარეს შორის ე.წ. სასაზღვრო მონაკვეთებზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, ქართული მხარის ცნობით, ქართულ მხარეს გამოძევებული ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საკითხსაც განიხილავენ.ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ცხინვალში „ჯაშუშობის“ ბრალდებით 22 დეკემბერს დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 31 დეკემბერს ის ქართულ მხარეს გადასცეს.“დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, ვგულისხმობ, უკანონო დაკავებებს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დადგება ქალბატონ თამარ მეარაყიშვილის საკითხი, რომელიც ჯერ უკანონოდ დააკავეს და შემდეგ – უკანონოდ გამოაძევეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე სუს-ისსაინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი. ანთაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი.ცხინვალი და მოსკოვი თბილისისგან კვლავ მოითხოვენ ჩორჩანაში პოლიციის პოსტის აღებას

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.