ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუს-ის შენობაში, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან უფლებადამცველები შეუშვეს

სუს-ის შენობაში, დაკავებულ ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან უფლებადამცველები შეუშვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მუთაზ ზოდელავა უკვე რამდენიმე საათია დაკავებულები არიან, ადვოკატები შევიდნენ.
უფლებადამცველები დაკავებულებთან შესვლას რამდენიმე საათი ელოდებოდნენ.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა არიან დაკავებულები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები იმყოფებიან.
ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.