სუს-ის უფროსის მოადგილე: ლილუაშვილი რომ არ იქნება დასანქცირებული, დარწმუნებით ვამბობ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის მხრიდან სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა.
ალექსი ბატიაშვილი დარწმუნებულია, რომ სუს-ის უფროსი არ იქნება დასანქცირებული.
"არ არის [დასანქცირებული]. მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება [დასანქცირებული] დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ გადაგვიმოწმებია, დანამდვილებით გეუბნებით, რომ არ იქნება", - ამბობს გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე.
ფორმულას წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სავიზო სანქცია სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილსაც შეეხო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.