სუს-ის ბრიფინგზე დადასტურდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი დეზინფორმაციული კამპანია მარცხით დასრულდა, იმედია, ახლა მაინც წარსდგებიან პროვოკატორები კანონის წინაშე და აგებენ პასუხს მთელი სიმკაცრით

სუს-ის ბრიფინგზე დადასტურდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი დეზინფორმაციული კამპანია მარცხით დასრულდა, იმედია, ახლა მაინც წარსდგებიან პროვოკატორები კანონის წინაშე და აგებენ პასუხს მთელი სიმკაცრით
ის, რაც ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, დღეს ოფიციალურად დადასტურდა – გამორიცხულია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური მომწამლავი ნივთიერება გამოეყენებინა. ეს სრულიად ნათელია,“ – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სუს-ის ბრიფინგის შესახებ სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ამ საქმეში ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციაში ჩაებნენ თავად საქართველოს მოქალაქეები.
“ის რაც ჩემთვის ნათელი იყო დღეს სუსის ბრიფინგზე ოფიციალურად დადასტურდა. გამორიცხულია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური მომწამლავი ნივთიერება გამოეყენებინა, ეს გასაგებია. ამ ქეისში ყველაზე აღმაშფოთებელი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩაებნენ საკუთარი ქვეყნის გაშავებაში საერთაშორისო არენაზე. სულ ერთი და იგივე ადამიანები სამოქალაქო სექტორისგან, სამედიცინო სფეროდან და ა. შ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ როცა ვივამედელი პაციენტის განთავისუფლების ესტაფეტაში ჩაებნენ, ყველაფერი იკადრეს, და არ დაისაჯნენ..” – წერს ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა